კომპანია “სენსესმა“ “მედალფას“ კლინიკას 70 ცალი საბანი, ბალიში და თეთრეულის კომპლექტი გადასცა

ადგილობრივი წარმოების კომპანია “სენსესმა“ “მედალფას“ კლინიკას 70 ცალი საბანი, ბალიში და თეთრეულის კომპლექტი გადასცა.

კომპანია ამ ფორმით კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში სოლიდარობას უცხადებს სახელმწიფოს, თავისი წვლილი შეაქვს საერთო საქმეში და მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო დაწესებულებებს აღნიშნული ნივთებით სრულიად უსასყიდლოდ დაეხმაროს.

ცნობისთვის, კომპანია ,,სენსესი“ გასულ თვეში საბნებით, ბალიშებითა და თეთრეულის კომპლექტით ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოსაც დაეხმარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები