იტალიაში კორონავირუსს 100 ექიმი ემსხვერპლა

იტალიაში კორონავირუსს 100 სამედიცინო პერსონალი ემსხვერპლა, – განაცხადეს ქვეყნის ექიმთა ასოციაციის პროფკავშირში.

ასოციაცია საკუთარ ვებგვერდზე სტატისტიკას მუდმივად ანახლებს, და მეასე მსხვერპლი, 62 წლის ექიმი ვენეციიდან აღმოჩნდა.

აპრილის დასაწყისში ექიმთა პროფკავშირში განაცხადეს, რომ ინფიცირებულ მედიკოსთა რიცხვმა 10 ათასს გადააჭარბა.

რაც შეეხება ქვეყანაში ვირუსთან დაკავშირებულ ზოგად სტატისტიკას – COVID-19-ით 139 422 ადამიანია ინფიცირებული, 17 669 გარდაცვლილია, 26 491  კი განიკურნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები