ნიკოლოზ მეტრეველი: ბიძინა ივანიშვილის დღეს ჩარიცხული ასი მილიონი მისი მხრიდან ჩვენი ხალხისა და ქვეყნის გვერდში დგომის კიდევ ერთი ნათელი დასტურია
„ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის ეხმარება სახელწიფოს ყველაზე რთულ დღეებში, დღეს ჩარიცხული ასი მილიონი კიდევ ერთი ნათელი დასტურია მისი მხრიდან ჩვენი ხალხის და ქვეყნის გვერდში დგომის”, – ამის შესახებ ექსპერტი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, კრიზისების მართვის ძალიან მაგარ გუნდს, რომელიც გმირულად ებრძვის ვერაგ ვირუსს, ძალიან სჭირდებოდა და სჭირდება გვერდში დგომა.
„ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის ეხმარება სახელმწიფოს ყველაზე რთულ დღეებში, დღეს ჩარიცხული ასი მილიონი კიდევ ერთი ნათელი დასტურია მისი მხრიდან ჩვენი ხალხისა და ქვეყნის გვერდში დგომის. რაც შეეხება „ნაცარქექია პოლიტიკოსებს თუ დაბოღმილ ე.წ. ექსპერტებს”, ვინც ამ ღირსეულ ნაბიჯს აკრიტიკებს, მათთვის მნიშვნელობა არ აქვს ივანიშვილების ოჯახის დახარჯულ მილიარდებს საქართველოსთვის ( სხვათა შორის, 500 მილიონი დოლარი დახარჯულია, მათ შორის, ჯანდაცვის მიმართულებით, რომელიც დღეს მსოფლიოში სამაგალითოდ სახელდება). მსგავსი ადამიანებისთვის საინტერესო და ღირებულია მხოლოდ და მხოლოდ მათ პირად ანგარიშებზე დარიცხული საეჭვო გზებით მოხვედრილი მილიონები”,- წერს ნიკოლოზ მეტრეველი.