ალექსანდრე მოწერელია: 9 აპრილმა დემოკრატიულ სამყაროს საბჭოთა იმპერიის ნამდვილი სახე დაანახა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, ალექსანდრე მოწერელია 9 აპრილთან დაკავშირებით “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ 9 აპრილმა დემოკრატიულ სამყაროს საბჭოთა იმპერიის ნამდვილი სახე დაანახა.

,,9 აპრილი ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში უდიდესი ტრაგედიაა და, ამავე დროს, ჩვენი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მთავარი აქტი, რამაც კიდევ ერთხელ დაანახა მთელს დემოკრატიულ სამყაროს საბჭოთა იმპერიის ნამდვილი სახე და, რაც მთავარია,  ჩვენს ქვეყანას მოუტანა სანატრელი დამოუკიდებლობა – ის, რისთვისაც წლების განმავლობაში იღწვოდნენ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა, ეროვნული მოძრაობის სხვა ლიდერებთან ერთად.

სწორედ ამ დღეს ჩვენს თავისუფლებას მსხვერპლად შეეწირნენ საბჭოთა იმპერიის მიერ განზრახ დახოცილი ქართველები. ამ დღის გახსენება დღესაც უდიდეს ტკივილს იწვევს თითოეულ ჩვენგანში”, – აცხადებს სახელმწიფო რწმუნებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები