ზაალ ანჯაფარიძე: ივანიშვილმა 100 მილიონი ჩარიცხა კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში, ეს არის საუკეთესო და ყველაზე ქმედითი პასუხი ოპონენტებისთვის
“გამოვიდა ივანიშვილი ჩრდილიდან და თან როგორ – 100 მილიონი ჩარიცხა კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში და ეს არის საუკეთესო და ყველაზე ქმედითი პასუხი ოპონენტებს”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „ფეისბუქში“ წერს.
მისი თქმით, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ამტკიცებს, რომ ქველმოქმედება მისთვის მხოლოდ სიტყვები არ არის.
„ქველმოქმედება მოქმედებაში:
დღეს ცნობილი დესტრუქციული ოპოზიციური პოლიტიკურ დაჯგუფებები, მათთან აფილირებული პირები თუ ორგანიზაციები დაკავებული არიან ფუჭი რიტორიკით და, სინამდვილეში, არაფერს აკეთებენ კორონავირუსთან საბრძოლველად. ამას მოწმობს მათი ქაღალდზე დაწერილი, “აღმაშენებლური“ თუ სხვა ავანტიურული არარეალისტური გეგმებიც.
ამ უსაქმურებს, აგური რომ აგურზე არ დაუდიათ საკუთარი ქვეყნისა და ხალხისათვის, კიდევ ყოფნიდათ თავხედობა, ბიძინა ივანიშვილსთვის მოეწოდებინათ გამოსულიყო ჩრდილიდან.
გამოვიდა ივანიშვილი ჩრდილიდან და თან როგორ – 100 მილიონი ჩარიცხა კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში და ეს არის საუკეთესო და ყველაზე ქმედითი პასუხი ოპონენტებს. არ გამოვრიცხავ, რომ მეტიც გააკეთოს ან უკვე გაკეთებულიც აქვს და ჩვენ ჯერ არ ვიცით
ამტკიცებს ეს კაცი, რომ, ბევრისგან განსხვავებით, ქველმოქმედება მისთვის მხოლოდ სიტყვები არ არის“, – წერს ანჯაფარიძე.
ცნობისთვის, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა StopCoV ფონდში 100 მილიონი ლარი ჩარიცხა.