სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 921-მდე გაიზარდა

სომხეთში ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 40-ით გაიზარდა და, ჯამურად, 921 დაავადებული შეადგინა, – განაცხადეს ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაში.

გარდა ამისა, გასულ 24 საათში ერთი ლეტალური შემთხვევაც დაფიქსირდა, ჯამურად, ქვეყანაში ვირუსს უკვე 10 ადამიანი ემსხვერპლა.

უწყების ინფორმაციითვე, COVID-19-ის დამარცხება 138 პაციენტმა შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები