სერბეთის პრეზიდენტის შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა – დანილა ვუჩიჩი ჰოსპიტალიზებულია

სერბეთის პრეზიდენტის უფროს ვაჟს, დანილა ვუჩიჩს კორონავირუსი დაუდასტურდა, ის ბელგრადის ერთ-ერთი კლინიკაშია გადაყვანილი.

ადგილობრივი მედია წერს, რომ პრეზიდენტმა, ალექსანდრე ვუჩიჩმა ინფორმაცია სოციალურ ქსელში დაადასტურა – “ჩემი უფროსი შვილი ინფიცირებულია. მისი კლინიკური სურათი ისეთია, რომ ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო”.

უკანასკნელი მონაცემით, სერბეთში კორონავირუსის 2666 შემთხვევაა დადასტურებული, ვირუსს 65 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები