BMW სამედიცინო ნიღბების გამოშვებას იწყებს

“ავტომობილების გერმანული მწარმოებელი – BMW სამედიცინო ნიღბების გამოსაშვებად არის მზად”, – განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ოლივერ ციპსემ.

“ამ გზით ჩვენ გლობალური დეფიციტის აღმოფხვრაზე აქტიურად ვიმუშავებთ. ძალიან მალე შევძლებთ დღეში რამდენიმე ასეული ნიღბის წარმოებას. ისინი როგორც ჩვენს თანამშრომლებს, ისე საზოგადოების უზრუნველყოფას მოხმარდება”, – აღნიშნა ციპსემ.

მედია აღნიშნავს, რომ კომპანია უკვე მოკლევადიან პერსპექტივაში მიაწვდის ბავარიას 150 ათასს FFP2 ტიპის სამედიცინო ნიღაბს სამედიცინო პერსონალისთვის და 1 მლნ ჩვეულებრივ ნიღაბს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები