გალაკტიონის დღიური

„თანაბრად ძლიერი გრძნობები“ – ამ სათაურით აქვეყნებს ფეისბუქგვერდზე გალაკტიონის დღიურს თბილისის მუზეუმების გაერთიანება. ასე უერთდება მუზეუმების გაერთიანებს ინიციატივას – „დარჩი სახლში“.

„1. არაჩვეულებრივი სიყვარული ყვავილებისადმი.
2. მუსიკის სიყვარული.
3. სასმელები: ღვინო.
4. სიყვარული ქალებისა.
5. თეატრებისადმი სიყვარული.
6. თავმოყვარეობის გრძნობა – დუელებით.
7. სიყვარულის გრძნობა – რევოლჲუციისადმი.
8. დედისადმი სიყვარული.
9. თანდაყოლილი მორცხვობა.
10. მეგობრობა.
11. სიყვარული საქართველოსადმი.
12. თავმოყვარეობა.
13. ბრძოლისადმი წყურვილი.
14. სარწმუნოება.
15. კეთილშობლიურობა.
16. თავისი ღირსების გრძნობა.
17. სიყვარული სწავლისადმი.
18. ფანტაზია.
19. სულიერი ნება.
20. ცნობის მოყვარეობა.
21. შემოქმედების სიყვ.
22. მეხსიერების ქონა.
23. რამდენად ძლიერი იყო ესა თუ ის გრძნობა, იმდენად სწრაფად ეცემოდა იგი.
24. Утонченная впечатлительность.
25. სიახლე შთაბეჭდილებათა.
26. სიდიდე მოთხოვნილებათა.
27. სწავლის სურვილის გრძნობა იმდენად ძლიერია…
28. დაჩვევა…
29. Способность глубоко чувствовать страдания.
30. სიძულვილის გრძნობით…

[გამოდის კარგ…]“.

გალაკტიონის დღიური, 1925 წელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები