8 აპრილი ლეილა აბაშიძის გარდაცვალების დღეა

8 აპრილი ქართული კინოს ვარსკვლავის, ლეილა აბაშიძეს გარდაცვალების დღეა.
მსახიობი ორი წლია წინ, 2018 წლის 8 აპრილს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ლეილა აბაშიძე 1929 წლის პირველ აგვისტოს დაიბადა. 1951 წელს დაამთავრა თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. მას 30-მდე კინოროლი ჰქონდა შესრულებული, მათ შორის ისეთ ცნობილ ფილმებში, როგორებიცაა: „ჭრიჭინა“, „მაია წყნეთელი“, „შეხვედრა მთაში“, „ისინი ჩამოვიდნენ მთიდან“ და სხვ.
პირველად ეკრანზე 1941 წელს გამოჩნდა ფილმში „ქაჯანა“, რომელშიც 8 წლის ლეილა აბაშიძე კატოს როლს ასრულებდა და პარტნიორობას უწევდა ნატო ვაჩნაძეს.
1966 წელს ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის სიკო დოლიძის ფილმში „შეხვედრა წარსულთან“ ლენინგრადის საკავშირო კინოფესტივალის პირველი პრემია მიიღო.
კონსტანტინე პიპინაშვილთან ერთად დაწერა სცენარი „მოლოდინი“, რომელიც შოთა და ნოდარ მანაგაძეებთან ერთად გადაიღო (1970).  ასევე იყო მხატვრული ფილმის „კოშკები სდუმან“ (1978) სცენარის ავტორი, მხატვრული ფილმის „თბილისი, პარიზი, თბილისი“ სცენარის ავტორი და რეჟისორი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები