“ჯორჯიან ეარვეისი“ კვიპროსის რესპუბლიკის მოქალაქეთა ან ბინადრობის ნებართვის მქონე პირთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ კვიპროსის რესპუბლიკის მოქალაქეთა ან ბინადრობის ნებართვის მქონე პირთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.

“კვიპროსის რესპუბლიკის მოქალაქე ან ბინადრობის ნებართვის მქონე პირი, რომელსაც სურს 10 აპრილის ჩარტერული რეისით (თბილისი-ლარნაკა) სარგებლობა, სპეციალური ნებართვის მისაღებად უნდა დაუკავშირდეს კვიპროსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებულ კრიზისების მართვის ცენტრს: +357 22801000 ან +357 99660129 (არასამუშაო საათებში) ან საბერძნეთის რესპუბლიკაში კვიპროსის რესპუბლიკის საელჩოს: +30 21003734900. სანამ ბილეთს შეიძენთ, გთხოვთ დარწმუნდით, რომ გაქვთ ნებართვა, რადგან ბილეთები, რეისზე თბილისი-ლარნაკა, არ ექვემდებარება დაბრუნებას”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები