კახა კალაძე: ჯანდაცვის სისტემა ყველანაირად მობილიზებული და მომზადებულია

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების ფონზე ჯანდაცვის სისტემა ყველანაირად მობილიზებული და მომზადებულია. ამის შესახებ კალაძემ „პირველ არხთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

„ჯანდაცვის სისტემა ყველანაირად მობილიზებული და მომზადებულია. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის მინისტრს, ქალბატონ ეკატერინე ტიკარაძეს, ჩვენს ექიმებს, ექთნებსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც დღედაღამ მუშაობს და ყველაფერს აკეთებს, რომ რაც შეიძლება ბევრი გამოჯანმრთელებული ადამიანი გვყავდეს და რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგი იყოს.
არის ყველანაირი მზადყოფნა. კლინიკების, ექიმები და ექთნები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. რაც შეეხება პიკს – ამ ეტაპზე რთულია საუბარი, თუმცა, როგორც დარგის სპეციალისტები ამბობენ, მომდევნო ორი კვირა იქნება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერმა მოქალაქეებს სახლში დარჩენისა და რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდა.

„დავრჩეთ სახლში! გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ერთმანეთის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას! პატივი ვცეთ ჩვენს მშობლებს, ბებიებსა და ბაბუებს! რადგან დღეს ყველაზე მეტად მათ სჭირდებათ ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა. შესაბამისად, რეკომენდაციების შესრულება ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები