იმერეთში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ქუთაისის ახალ ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით მოთავსებულ ექვს პაციენტს კიდევ ორი დაემატა. ერთ მათგანს ვირუსი ინფექციურ კლინიკაში დაუდასტურდა, ხოლო მეორე “ცხელების ცენტრიდან” დადასტურებული პასუხით გადაიყვანეს.
კლინიკის მთავარი ექიმის, თემურ ნადირაძის თქმით, პაციენტებიდან ოთხის მდგომარეობაა მძიმე, ოთხის კი – მსუბუქი.

“რვა პაციენტი გვიწევს სტაციონარში Covid19_ის დიაგნოზით. მათგან ოთხი მძიმეა, პნევმონიებით გართულებული, დანარჩენი კი არის მსუბუქი”, – აღნიშნა თემურ ნადირაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 208 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან გამოჯანმრთელებულია 46, გარდაცვლილი 3,კარანტინში იმყოფება 4674 მოქალაქე ,ხოლო სტაციონარში 363 ადამიანი რჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები