მარინა ეზუგბაია: ეროვნული ბანკის შემთხვევაში დაინფიცირების წყაროა უცნობი და მათთან უკვე ხალხმრავლობაა დადასტურებული შემთხვევებისა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით მათ ცენტრში მყოფი პაციენტების კორონავირუსით დაინფიცირების წყარო, ძირითადად, ცნობილია.

მისივე თქმით, დაუდგენელი პირველწყარო მხოლოდ ორ შემთხვევაშია.

„ჩვენს ცენტრში არსებული პაციენტების წყარო ყველასი ცნობილია. ანუ ესენი არიან კონტაქტები. პირველწყაროები არ განმიხილავს, მაგრამ, ძირითადად, ჩვენთვის ასეთი უცნობი პირველწყარო არის მხოლოდ ორი შემთხვევა, რომელთა კონტაქტებიც არსებობს. დანარჩენი ყველას აქვს მოგზაურობის ისტორია. ამ ორი წყაროდან ერთი წყაროს პაციენტები არ არის უხვი, საშუალო მაჩვენებლებითაა, ეროვნული ბანკის წყაროა უცნობი და მათთან უკვე ხალხმრავლობაა დადასტურებული შემთხვევების. ჯამში ვერ გეტყვით რამდენია, მაგრამ ჩვენთან უკვე რვა პაციენტი წევს“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები