კორონავირუსის ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, სამშენებლო ობიექტების მონიტორინგი დაიწყო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელები, შრომის ინსპექტირების დეპარტამენტისა და ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენელთან ერთად, ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზის მშენებლობის პროექტზე იმყოფებოდნენ, სადაც კორონავირუსული ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისო საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების პროცესს გაეცნენ.

როგორც “კვირას” საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის 181-ე დადგენილების შესაბამისად, წინასწარ მოწმდება და მონიტორინგი უტარდება სამშენებლო ობიექტებს იმის დასადგენად, თუ რამდენად არის ადგილებზე დაცული კორონავირუსის პრევენციისთვის აუცილებელი რეკომენდაციები.

სააავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაციები სრულად არიან ინფორმირებულები, თუ რა სახის ღონისძიებები უნდა გატარდეს კორონავირუსის პრევენციის მიზნით სამუშაო ობიექტებზე. კომპანიებს უკვე დაწყებული აქვთ მუშაობა ამ მიმართულებით. ტარდება შესაბამისი ტრენინგები.

უახლოეს მომავალში ყველა ის კომპანია, რომელიც სრულად გაითვალისწინებს საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს, სამუშაოებს ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები