აშშ-ში ერთ დღეში კორონავირუსს 1858 ადამიანი ემსხვერპლა
აშშ-ში ერთ დღეში კორონავირუსს 1858 ადამიანი ემსხვერპლა, რაც ქვეყანაში ეპიდემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემით, ჯამურად, აშშ-ში ვირუსს უკვე 12 862 პაციენტი ემსხვერპლა.
ინფიცირებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა ნიუ იორკის შტატშია – თითქმის 140 ათასი, ჯამურად, ქვეყანაში 398 199 დადასტურებული შემთხვევაა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ უახლოეს კვირებში ამერიკული კომპანიები ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის 110 ათასს აპარატს გამოუშვებენ.
მისი თქმით, ამჟამად, ფედერალურ მთავრობას 8 675 აპარატი აქვს, რომელსაც უახლოეს დროს შტატებს გაუგზავნიან.
ტრამპის თქმითვე, უახლოეს დროს 200 აპარატის გაგზავნა ტვინის საფუძველზე ბრიტანეთში იგეგმება.