ამირან გამყრელიძე: ვპროგნოზირებთ, რომ ამ კვირის ბოლოს იქნება კორონავირუსით ინფიცირების 350-დან 400-მდე შემთხვევა

ვპროგნოზირებთ, რომ ამ კვირის ბოლოს უნდა გვქონდეს ინფიცირების 350-დან 400-მდე შემთხვევა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, აპრილის მთელი თვე და მაისის 1-2 კვირა საკმაოდ რთული იქნება. გამყრელიძის განცხადებით, აპრილის თვეში შესაძლოა, ინფიცირების შემთხვევები ყოველკვირეულად გაორმაგდეს.

„ვპროგნოზირებთ, რომ ამ კვირის ბოლოს უნდა გვქონდეს ინფიცირების 350-დან 400- მდე შემთხვევა. ეს თვე, ანუ მთლიანად აპრილი ჩვენთვის საკმაოდ რთული იქნება და შემდგომ ყოველკვირეულად ველოდებით, რომ შეიძლება იყოს გაორმაგება. აპრილი და მაისის 1-2 კვირა საკმაოდ რთული იქნება. ამიტომ ყველა ის რეკომენდაცია, რასაც ვამბობთ, აუცილებლად გასათვალისწინებელია, განსაკუთრებით კი სოციალური დისტანცირება. ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღი ამ ინფექციასთან ბრძოლის. თუმცა, არის კიდევ სხვა მოდელები, რომლებიც გვიწინასწარმეტყველებენ, რომ პიკი შეიძლება იყოს უფრო მოგვიანებით, ვთქვათ ივლისში ან სექტემბერში“, – განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები