ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ორსულ ქალსა და ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილ მამაკაცს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ, – ამის შესახებ ზუგდიდის ინფეცქიურ საავადმყოფოში განაცხადეს.
მათივე თქმით, მამაკაცი, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთიდან ანაკლიის საკარანტინე სივრცეში 29 მარტს გადაიყვანეს, ცხლების სიმპტომებით ზუგდიდის ინფექციურ კლინიკაში დღეს მოათვსეს.
რაც შეეხება მეორე პაციენტს – ორსულ ქალს, ე.წ. სპორტსმენის კლასტერიდან, იგი დღის პირველ ნახევარში ასევე ცხელების სიმპტომებით იქნა შეყვანილი ზუგდიდის ინფექციურ კლინიკაში.
ცნობისთვის, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში Covid 19-ის დიაგნოზით 2 პაციენტი მკურნალობს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.