სოფელ ბრილის მოსახლეობას თითო ტომარა ფქვილი გადაეცა 

შუახევში სოციალური აქციის ფარგლებში, არაერთ ოჯახს გაეწია პირველადი დახმარება.  მორიგი სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიის ფარგლებში, სოფელ ბრილის მკვიდრმა, ლევან ტაკიძემ მუნიციპალიტეტს გარკვეული რაოდენობის პურის ფქვილი გადასცა.

ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” შუახევის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შუახევის მერმა, ფრიდონ ფუტკარაძემ მოადგილე ომარ ტაკიძესა და საკრებულოს წევრთან ფატი ჭაღალიძესთან ერთად, ბრილის მოსახლეობას თითო ტომარა ფქვილი გაუნაწილა.

“მადლობა ყველა მოქალაქეს, ვინც ჩართულია სახელმწიფოსთან ერთად კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები