„მუსიკალური შეხვედრები კონსერვატორიაში“ – ბექა გოჩიაშვილის ონლაინკონცერტი ექსკლუზიურად

7 აპრილს, 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია დიდი დარბაზის სცენაზე გამართულ ბექა გოჩიაშვილის ჯაზის საღამოს ონლაინ წარმოადგენს.
„ეს არის უკვე მეოთხე დისტაციური ონლაინკონცერტი, რომელსაც წარმოგიდგენთ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია და კონსერვატორიის დიდი დარბაზი.
ონლაინ მუსიკალური შეხვედრების მორიგი საღამო ჯაზს დაეთმობა.
გადადით ამ ბმულზე და დააჭირეთ შემახსენებელ ღილაკს:
https://www.facebook.com/285866594069/posts/10157988922779070/

კონსერვატორიის დიდი დარბაზის სცენაზე გამართულ ჟანრობრივად განსხვავებულ საუკეთესო კონცერტებს შორის არის ბექა გოჩიაშვილის ჯაზის საღამო, რომელსაც ექსკლუზიურად  წარმოგიდგენთ“, – აღნიშნულია კონსერვატორიის მეირ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბექა გოჩიაშვილმა 9 წლის ასაკში ჯაზის პროფესიონალური შესწავლა დაიწყო ზურაბ რამიშვილთან და 1 წელიწადში უკვე სხვადასხვა ჯაზკლუბში უკრავდა.
2007 წელს ბექა გოჩიაშვილმა ლატვიის საულკრასტის ჯაზფესტივალზე უაიტისა და ვიქტორ ბეილის მაღალი შეფასება დაიმსახურა.
2008 წლის აპრილში, ამერიკის საელჩოს ეგიდით გამართული ღონისძიების ფარგლებში მან დაუკრა დენ ტეპფერსა და ჯოელ ჰარისონთან ერთად.
2009 წელს, საქართველოს კულტურის მინისტრის ხელშეწყობით, მუსიკოსი მონაწილეობდა  მონტროს (შვეიცარია) ჯაზფესტივალის ფარგლებში გამართულ Bösendorfer Solo Piano Competition-ში,  სადაც მან I პრემია მოიპოვა.
2009 წლიდან, საქართველოს განვითარების და რეფორმების ფონდისა და განათლების სამინისტროდან მიღებული სტიპენდიით, მან სწავლა გააგრძელა ჯულიარდის სკოლაში ფრანკ კიმბროუსთან, აგრეთვე, კერძო გაკვეთილები ჰქონდა დანილო პერესთან.
ამავე წლიდან იგი წარმატებით გამოვიდა ნიუ-იორკის და ამერიკის სახელგანთქმულ ჯაზკლუბებში და საკონცერტო დარბაზებში, მათ შორისაა: „ხელოვნების რიალტო ცენტრი“, „ბერდლენდი“, „ბლუ ნოუთი“ და სხვ.
2011 წელს ბექა გოჩიაშვილი მონკის საფორტეპიანო კონკურსის ნახევარფინალისტი გახდა, სადაც ისეთი უდიდესი მუსიკოსების უაღრესად დადებითი შეფასება დაიმსახურა, როგორებიცაა: ჰერბი ჰენკოკი, დანილო პერესი, ჯეისონ მორანი, ელის მარსალისი და ვეინ შორტერი. ამავე წელს მან დაუკრა ბერდლენდში ბასტერ ვილიამსთან, ლენი უაიტთან, დერენ ბარეტთან და ჯეილ შოუსთან ერთად.
2012 წელს ბექა გოჩიაშვილმა ჩიკ კორეასთან ჩაწერა ალბომი; აგრეთვე, შედგა მისი დებიუტი სტენლი კლარკთან (ბლუ ნოუთი), რომელთანაც დღემდე აქტიურად თანამშრომლობს.
2012 წელს საქართველოს კულტურის სამინისტროს გრანტით ჩაწერა ალბომი, რომლის პროდიუსერიც გახლავთ ლენი უაიტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები