სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს ახალი მოადგილე ჰყავს
სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილედ მალხაზ თორია დაინიშნა.
ამის შესახებ ინფორმაცია „რეგიონულ კვირას“ სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურში დაუდასტურეს.
მალხაზ თორია რწმუნებულის მოადგილე 2019 წლის იანვრიდან აგვისტომდე იყო. იგი ამ თანამდებობაზე დავით ფარცვანიამ შეცვალა, რომელმაც თანამდებობა 2020 წლის 17 მარტს დატოვა.
ცნობისთვის, მალხაზ თორია განათლებით სამართალმცოდნეა და წლების განმავლობაში სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა, მათ შორის იყო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე, ასევე, შპს „ჯორჯიან მანგანეზის” დირექტორის მრჩევლის თანამდებობა. მისი ბოლო სამუშაო ადგილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უკავშირდება.