ფოთის ე.წ. ცხელების ცენტრში კორონავირუსის სიმპტომებით 38 წლის ქალი მოათავსეს

ფოთის ე.წ. ცხელების ცენტრში კორონავირუსის სიმპტომებით წალენჯიხიდან 38 წლის ქალი მოათავსეს, რომელიც ერთ-ერთი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტებიდანაა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფოთის ჰოსპიტლის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ანალიზი ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნება.

“პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ეპიდანამნეზიიდან ირკვევა, რომ ეს პაციენტი არის დაინფიცირებული სპორტსმენის კონტაქტებიდან. გამოძახებული არიან ეპიდემიოლოგები, მოხდება ბიოლოგიური მასალის აღება და გაიგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში“, – აღნიშნა მიგინეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის 188 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 36 ადამიანი, გარდაცვლილი კი – 2. ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით, კარანტინის რეჟიმში 5056 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 386.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები