საზღვრისპირა სოფელ ერისიმედში სიღნაღის მერიამ, ადგილობრივი ბიზნესმენის დახმარებით, მოსახლეობას პროდუქტი გადასცა

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრისპირა სოფელ ერისიმედში მცხოვრებ 81 ოჯახს სასურსათო დახმარება გადაეცა. ადგილობრივი ბიზნესმენის მიერ ქველმოქმედებით შეძენილი თითო ტომარა ფქვილი და სხვადასხვა სასურსათე პრუდუქტი სიღნაღის მუნიცპალიტეტის მერმა – გიორგი გოგილაშვილმა  თითოეულ ოჯახს პირადად გადასცა.
ამასთან, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ჯანდაცვის წარმომადგენლებმა მოსახლეობას კორონავირუსის შესახებ საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს.
მედიკოსებმა მოსახლეობას თერმოსკრინინგიც ჩაუტარეს და მესაზღვრეებს პირბადეები დაურიგეს.
ცნობისთვის, ერისიმედი სიღნაღიდან 65 კილომეტრში მდებარეობს. საზღვარისპირა სოფელში ძირითადად აჭარელი ეკომიგრანტები ცხოვრობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები