ფოთის ცხელების ცენტრში ოკუპირებული აფხაზეთიდან კოვიდ19-ის სიმპტომებით ქალი შეიყვანეს

ფოთის ე.წ. ცხელების ცენტრში ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ საბერიოდან, კორონავირუსის სიმპტომებით 60 წლის ქალი მოათავსეს, – ამის შესახებ ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნანა მხეიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ანალიზი უკვე გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში.
„ბიოლოგიური მასალა უკვე გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში და პასუხები სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია“, – აღნიშნა ნანა მხეიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის 170 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 36 ადამიანი, გარდაცვლილი კი – 2. ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით, კარანტინის რეჟიმში  5067 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 330.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები