“რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო” ყველა კათოლიკეს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიისა და საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის წარმომადგენლებს ბზობას ულოცავს

“რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო” ყველა კათოლიკეს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიისა და საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის წარმომადგენლებს ბზობას ულოცავს.

„საქართველოს კათოლიკური ეკლესია დღეს ბზობას დღესასწაულობს. ბზობა ერთ-ერთი მთავარი საუფლო დღესასწაულია და იერუსალიმში უფლის დიდებით შესვლას განასახიერებს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო გილოცავთ ყველა კათოლიკეს ამ დიდ დღესასწაულს, სიხარულსა და მშვიდობას გისურვებთ.

სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ერთ-ერთ უმთავრეს საუფლო დღესასწაულს, ბზობას აღნიშნავს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს სომეხთა მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიას დღესასწაულს, სიკეთეს და მშვიდობას გისურვებთ.

საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია დღეს ბზობას – ერთ-ერთ მთავარ საუფლო დღესასწაულს, იერუსალიმში უფლის დიდებით შესვლას ზეიმობს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიას დღესასწაულს, სიხარულსა და მშვიდობას გისურვებთ“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები