ზესტაფონის მერია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გარდაცვლილი მეომრების ოჯახებს დაეხმარა

ზესტაფონის მერია, სოციალური აქციის ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გარდაცვლილი მეომრების ოჯახებს დაეხმარა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სასურსათო ამანათები, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სხვადასვა სოციალურ ჯგუფებსაც დაურიგდათ.

“პროდუქტები მათ, ზესტაფონის მერმა, გიორგი გოგლიჩიძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა, შალვა კიკნაველიძემ, მოხალისეებთან ერთად მიუტანეს.

სოციალური კამპანია ზესტაფონის მერიამ 29 მარტიდან დაიწყო, რომელსაც კომპანია “ჯორჯიან მანგანეზიც” შეუერთდა.

აქციის ფარგლებში, სასურსათო პროდუქტები, მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახებს და 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა, სოციალური სტატუსის მქონე ადამიანებს ურიგდებათ”, – ნათქვამია მერიის გამცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები