ლევან რატიანი: საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მე-2 შემთხვევა დაფიქსირდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა.

მისივე თქმით, გარდაცვლილი 81 წლის ქალია.

“ქალბატონი, რომელიც გადმოყვანილი იქნა თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან 3 რიცხვში მისი მდგომარეობა თავიდანვე შეფასდა, როგორც სიცოცხლესთან შეუთავსებელი, გემოდინამიკის რღვევით. ჩატარებული კვლევის შედეგად, გამოვლინდა მწვავე რესპირატორული დისტრესი, ანამზნეზში გადატანილი ჰქონდა მიოკარდიუმის მწვავე ინფაქტი, მოციმციმე არითმია, გულის ქრონიკული უკმარისობა. პაციენტი მკურნალობის გაგრძელების მიზნით გადაყვანილი იქნა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, მკურნალობა მიდიოდა პროტოკოლისა და გაიდლაინების მიხედვით, მაგრამ შედეგი ვერ გამოიღო და დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი”,-განაცხადა რატიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები