საჩხერის სამედიცინო ცენტრში კოვიდ-19-ით ექიმი დაინფიცირდა

საჩხერის სამედიცინო ცენტრის ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა

კორონავირუსის პაციენტიდან ექიმზე გადადების მორიგი ფაქტი საჩხერის სამედიცინო ცენტრში დაფიქსირდა. დაინფიცირებული მედიკოსი მუნიციპალიტეტის მერის მეუღლეა.

ბენიამინ ფალავანდიშვილის თქმით, მისი მეუღლე ბოქსირებულ პალატაშია მოთავსებული.

“დაუდასტურდა ჩემს მეუღლეს მსუბუქი დადებითი, გადაყვანილია ბოქსირებულ პალატაში. ჩვენ ვართ სახლში, იზოლაციაში. მერი ვარ და მოქალაქეებთან შეხვედრები მქონდა, თუმცა რეკომენდაციებს მკაცრად ვიცავდი”, – განაცხადა მერმა.

დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსი, გოჩა გიორგიძე კი ამბობს, რომ საჭიროა განმეორებითი ტესტის ჩატარება.
“საჩხერეში ექიმს დაუდასტურდა მსუბუქი შემთხვევა და ჩაუტარდება კიდევ ტესტირება”, – აღნიშნა გოჩა გიორგიძემ.

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 170 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 36 უკვე გამოჯანმრთელდა, ორი კი გარდაიცვალა. ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით, კარანტინის რეჟიმში 5067 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 330 პირია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები