ლევან ნიკოლეიშვილი: ორპირობის მამამთავარი თვითონ გაქცეული მიშაა, საქართველოს ყველა ქართველის დაბრუნებას ჰპირდება, უკრაინელებს კი პირიქით ეუბნება უკრაინელები არ შემოუშვათო

ორპირობის მამამთავარი თვითონ გაქცეული მიშაა, საქართველოს ყველა ქართველის დაბრუნებას ჰპირდება, უკრაინელებს კი პირიქით ეუბნება უკრაინელები არ შემოუშვათო”, – ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ექსპერტის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ერთს ამბობს, მეორეს აკეთებს, ფიქრით კი რა იხარშება მის თავში ვინ იცის.
“დღეს რომ ხელისუფლებას ქმედებას დაუწუნებ და სააკაშვილი ჩამოვიყვანოთ, კრიზისების მენჯერიაო რომ იტყვი, ზნედაცემული ხარ აბა რა. ისე რბილად, რომ ვთქვა, მაგრამ ზნედაცემულობის და ორპირობის მამამთავარი თვითონ გაქცეული მიშაა, საქართველოს ყველა ქართველის დაბრუნებას ჰპირდება, უკრაინელებს კი პირიქით ეუბნება უკრაინელები არ შემოუშვათო… ერთს ამბობს, მეორეს აკეთებს, ფიქრით კი რა იხარშება მის თავში ვინ იცის… სავარაუდოდ კარგი და ზნეობრივი არაფერი”, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები