ხარების დღესასწაულზე მიტროპოლიტი შიო სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღასრულებს
ამა წლის 7 აპრილს, ხარების დღესასწაულზე, 10:00 საათზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) წირვას აღასრულებს სიონის საპატრიარქო ტაძარში.
ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
“წირვის შემდეგ, შესრულდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი”, – წერია ინფორმაციაში.