საქართველოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ეწვია

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით ეწვია.

შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, აზერბაიჯანის პრეზიდენტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი დახვდა.

ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ილჰამ ალიევის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან და პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან, რის შემდეგაც მედიასთან ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები