რუსთავის ხარების ეკლესია: ჩვენს მრევლს ტაძარში, არც ტაძრის ეზოში დაინფიცირებულთან ურთიერთობა არ ჰქონია

რუსთავში დაინფიცირებული საჯარო მოხელე წინა კვირას არ ესწრებოდა წირვას, არც ტაძარში მოსულა. ამდენად, ჩვენს მრევლს ტაძარში, არც ტაძრის ეზოში, მასთან არავითარი ურთიერთობა არ ჰქონია, – ამის შესახებ განცხადებას რუსთავის ხარების ეკლესია ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

“ჟურნალისტებისა და დაინტერესებულ პირთა საყურადღებოდ!
რუსთავში გამოვლენილი დაინფიცირებული „საჯარო მოხელე მამაკაცი“ ( ასე იხსენებენ ტელევიზიები) არის ჩვენი ტაძრის მრევლი. იგი წინა კვირას არ ესწრებოდა წირვას, არც ტაძარში მოსულა. ამდენად, ჩვენ მრევლს ტაძარში, არც ტაძრის ეზოში, მასთან არავითარი ურთიერთობა არ ჰქონია. რადგან აღნიშული პიროვნება ტაძარში არ მოსულა, ცხადია, არც წმინდა ზიარება მიუღია. არ ზიარებულა იგი წინა რამდენიმე კვირის განმავლობაშიც.
თხოვნა გვექნება, ამასთან დაკავშირებით მოგონილ ამბებს ნუ გაავრცელებთ და ნურაფერს მოიგონებთ!

ღვთისმსახურება ჩვენს ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევის მიხედვით მიმდინარეობს. მრევლი ეზოში დგას და ისმენს ლოცვას. დაცულია მანძილი ადამიანებს შორის,გახმოვანებულია ტაძრის ეზო”, – ნათქვამია ეკლესიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მრევლის ნაწილი თვითიზოლაციაში იმყოფება, რადგან მათ დაინფიცირებულთან ტაძარს გარეთ ჰქონდათ კავშირი.

“ჩვენი ტაძრის მრევლის ერთი ნაწილი თვითიზოლაციაშია არა იმიტომ, რომ ტაძარში შეხვდნენ დაინფიცირებულს, რომელიც არ ყოფილა ტაძარში, არამედ იმიტომ, რომ ქალაქში და სამუშაო ადგილებზე ჰქონდათ მასთან ურთიერთობა.
ვლოცულობთ მათთვის”, – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ რომ რუსთავის საკრებულოს დეპუტატს და მისი ოჯახის სამ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდათ. რუსთავის მერის, ირაკლი ტაბაღუას განმარტებით, დაინფიცირებულთა კონტააქტების 90% უკვე გამოვლენილია და ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები