ამირან გოგიტიძე: თბილისის სასწრაფო დახმარების ექიმის ინფიცირების წყარო ეროვნული ბანკის კლასტერია

თბილისის სასწრაფო დახმარების ექიმი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ეროვნული ბანკის კლასტერიდანაა.

ამირან გოგიტიძის განცხადებით, ექიმი მისი მეუღლისგან დაინფიცირდა, რომელიც ეროვნული ბანკის თანამშრომელია.

“თბილისის სასწრაფო დახმარების ექიმს დაუდასტურდა დღეს კორონავირუსი. აღნიშნული ინფიცრება მოხდა მეუღლის მხრიდან და არ მომხდარა პაციენტის მხრიდან. აღნიშნული ინფიცირების წყარო წარმოადგენს ეროვნული ბანკის კლასტერს. ახლანდელი მდგომარეობით, ჩვენი ექიმი გადაყვანილია შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, მიდი მდგომაროება დამაკმაყოფილებელია”, – განაცხადა სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსმა, გოგიტიძიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები