ანგელა მერკელი თვითიზოლაციის რეჟიმიდან გამოვიდა
გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი ორკვირიანი თვითიზოლაციის რეჟიმიდან გამოვიდა და კანცელარიაში დაბრუნდა.
ამის შესახებ გერმანიის მთავრობის პრესმდივანმა, შთეფენ ზაიბერთმა განაცხადა.
მისივე თქმით, ფედერალური კანცლერის ოფისში სოციალური დისტანცირების მკაცრი რეჟიმი მოქმედებს, უცხო ქვეყნის ლიდერებთან კი მერკელი მოლაპარაკებებს ტელეფონით ან ვიდეოჩათის მეშვეობით აწარმოებს.
მერკელი თვითიზოლაციაში 22 მარტს მას შემდეგ გადავიდა, რაც მისმა ექიმმა კორონავირუსზე დადებითი პასუხი მიიღო.
კანცლერს ვირუსზე ტესტი სამჯერ გაუკეთეს და სამივეჯერ ის უარყოფითი აღმოჩნდა.