ფონდი “წილოსანი“ Covid-19-თან ბრძოლის პერიოდში გურიის რეგიონისთვის 50 000 ლარს გამოყოფს
ფონდი “წილოსანი“ Covid-19-თან ბრძოლის პერიოდში გურიის რეგიონისთვის 50 000 ლარს გამოყოფს.
როგორც ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული თანხიდან დახმარება გაეწევათ პანდემიის დროს დაზარალებულებს, მარტოხელა დედებს, მრავალშვილიან ოჯახებს, პენსიონერებსა და სხვა მოწყვლად ჯგუფებს.
“ასევე, გვსურს, სხვადასხვა სახის დახმარება გავუწიოთ ახალგაზრდებს, რადგან ისინი ჩვენი ფონდის მუდმივი ზრუნვის ობიექტები არიან”, – აღნიშნულია განცხადებაში.