საჩხერეში მარტოხელა მოხუცების დახმარება გრძელდება
საჩხერის მუნიციპალიტეტში მოქალაქეები, რომლებიც ვერ ახერხებენ სახლიდან გასვლას, არიან 70 წელს გადაცილებულები და მარტოხელები, ადგილობრივი თვითმმართველობისგან დახმარებას თითქმის ყოველდღიურად იღებენ. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, ასეთ ბენეფიციარებთან სურსათი მიაქვთ ადგილობრივი თვითმმართველობის, საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლებს, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მოხალისეთა ჯგუფის წევრებს, ასევე საქართველოს წითელი ჯვრის საჩხერის რაიონული ორგანიზაციის მოხალისეებს.
“თვითმმართველობა ცდილობს დაეხმაროს საკუთარ მოქალაქეებს და მოუწოდებს მათ დარჩნენ სახლში, რათა თავიდან ავიცილოთ პანდემიის მძიმე შედეგები.
მერიაში მოქმედებს ცხელი ხაზი -ტელ: 599 29 50 24, შემოსულ ზარებზე მყისიერად ხდება რეაგირება. თვითმმართველობა შესაძლებლობების ფარგლებში ეცდება დაეხმაროს მათ ვისაც ეს დახმარება აუცილებად სჭირდება. #დარჩისახლში”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.