ოზურგეთის საკათედრო ტაძარში შესაწირი ყუთები გაქურდეს

ოზურგეთის საკათედრო ტაძარი გაქურდეს.  ეკლესიაში მისულ მსახურებს შესაწირი ყუთები გატეხილი დახვდათ.  სხვა ვანდალურ ფაქტს, ხატების შეურაცხყოფას ტაძარში ადგილი არ ჰქონია.

ეკლესია, სავარაუდოდ, წუხელ, გვიან ღამით გაქურდეს.

როგორც “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები