არჩილ თალაკვაძე: ბიძინა ივანიშვილი და ფონდი „ქართუ” ყოველთვის გვერდით ედგა ხალხსა და ქვეყანას
„ბიძინა ივანიშვილი და ფონდი “ქართუ” ყოველთვის გვერდით ედგა ხალხსა და ქვეყანას. ფონდი “ქართუს” განცხადება, რომ სახელმწიფოს ყველაზე მნიშვნელოვანი საჭიროებების დაფინანსებაში დაეხმარება, უპრეცედენტოა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „იმედის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.
თალაკვაძის შეფასებით, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაში ოპონენტების მხრიდან შეკითხვა – სად არის პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე, – ცინიკური და ფარისევლურია.
„სხვათა შორის, ამ კითხვას იგივე ადამიანები სვამენ, რომლებიც წინა თვეებში ამბობდნენ, თუ რატომ არის ბიძინა ივანიშვილი ჩართული პოლიტიკურ პროცესში. თუ შევხედავთ ობიექტურ რეალობას, კორონავირუსთან დაკავშირებულმა სიტუაციამ აჩვენა მთელს საზოგადოებას, რომ საქართველოს ჰყავს ქმედითი ხელისუფლება და აქვს ეფექტური პოლიტიკური მენეჯმენტი. ეს პოლიტიკური მენეჯმენტი არის „ქართული ოცნების” გუნდი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის შექმნილია”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.