პაატა იმნაძე: შეშფოთების საფუძველი დიდი ხანია, გვაქვს მთელს დედამიწაზე
“შეშფოთების საფუძველი რომ იყო, იმიტომ გამოცხადდა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა”, – ამის შესახებ „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ცენტრის“ დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
კითხვაზე, როდის იქნება კორონავირუსის პიკური პერიოდი, იმნაძემ განაცხადა, რომ პიკზე საუბარი ცოტა მოგვიანებით იქნება შესაძლებელი.
„მოდით, პიკურ პერიოდზე ვილაპარაკოთ მას შემდეგ, რაც ჩვენ გვექნება დინამიკის შეფასების საშუალება მომდევნო ორი კვირის განმავლობაში. ამის შემდეგ შეიძლება ამაზე საუბარი.
რაც შეეხება შეშფოთების საფუძველს – შეშფოთების საფუძველი მგონი დიდი ხანია, გვაქვს მთელს დედამიწაზე. შეშფოთების საფუძველი რომ იყო, იმიტომ გამოცხადდა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა, შეშფოთების საფუძველი რომ გვქონდა, ამიტომ გამკაცრდა ზომები. ეს ყველაფერი კეთდება სწორედ იმიტომ, რომ შეშფოთების საფუძველი ნაკლები იყოს ხოლმე“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
თამუნა შეყილაძე