ფილიპინების პრეზიდენტი კარანტინის დამრღვევებს ცეცხლის გახსნით დაემუქრა

ფილიპინების პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ პირობა დადო, რომ კარანტინის დამრღვევების წინააღმდეგ ცეცხლის გახსნის ბრძანებას გასცემს, – წერს Philippine Star-ი.

“იძულებული ვარ, მოქალაქეებს ვუთხრა: კარანტინი დაიცავით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოყმანის გარეშე გავცემ ბრძანებას, რომ პოლიციელებმა დამრღვევებს ესროლონ”, – განაცხადა დუტერტემ.

გამოცემა აღნიშნავს, რომ აღნიშნული რადიკალური ზომა მიმართულია მათ წინააღმდეგ, ვინც ქუჩაში აქციებზე გადის, ამასთან, პოლიცია ქვეყნის ლიდერის ბრძანების შესრულებაზე უარს ამბობს.​

“ბუნებრივია, არავის მოკვლას  ვაპირებთ. როგორც ჩანს, პრეზიდენტმა გადააჭარბა”, – აღნიშნა ფილიპინების ეროვნული პოლიციის უფროსმა, არჩი გამბოამ.​

ბოლო მონაცემით, ფილიპინებზე კორონავირუსით 2,3 ათასი ადამიანია ინფიცირებული, 96 პაციენტი გარდაიცვალა, 50 კი განიკურნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები