პაატა იმნაძე ინგოროყვას კლინიკაზე: ექიმის კონტაქტი ინფიცირებულთან არ მიიჩნევა ჩვეულებრივ კონტაქტად
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, ინგოროყვას კლინიკის შემთხვევა, რომ მედპერსონალი თვითიზოლაციაში იმყოფება, არ ნიშნავს იმას, რომ საავადმყოფოები, სადაც კორონავირუსით ინფიცირებული იმყოფებიან, დაიხუროს. როგორც მან აღნიშნა, ექიმების კონტაქტი ინფიცირებულებთან ჩვეულებრივ კონტატად არ მიიჩნევა.
“თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ სადაც ინფიცირებული პაციენტები არიან, ყველა ის საავადმყოფო დაიხუროს? ახლა ყველა დაწესებულებაში შეიძლება, მოხვდნენ ასეთი პაციენტები. პირიქით, ახლა არის ჩვენი კოლეგების მუშაობის დრო. არც ერთ გაიდლაინში, პროტოკოლში ექიმის კონტაქტი ინფიცირებულთან არ მიიჩნევა ჩვეულებრივ კონტაქტად, ისინი არიან ექიმები და აგრძელებენ ჩვეულებრივად მუშაობას”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
შეგახსენებთ, რომ ინგოროყვას კლინიკის მედპერსონალი თვითიზოლაციაშია, ერთ-ერთ მათგანს ინფიცირებულთან შეხება ჰქონდა.