ვაჟა გაფრინდაშვილი: მზად ვარ, ნებისმიერ ეპიდემიოლოგს, ინფექციონისტს როგორც ექთანი, სანიტარი გვერდით დავუდგე

ექიმი, ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ მზად არის, ნებისმიერ ეპიდემიოლოგსა და ინფექცონისტს კორონავირუსთან ბრძოლაში დაეხმაროს.

“საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, ჩემი პროფესია არ არის უშუალოდ დაკავშირებული ამ დაავადებასთან, მაგრამ მე მზად ვარ, თავისთავად, ჩემი სამედიცინო განათლებიდან გამომდინარე, ნებისმიერ ეპიდემიოლოგს, ინფექციონისტს როგორც ექთანი, სანიტარი დავუდგე გვერდით, თუ ამის საჭიროება იქნება. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ეს დაგვჭირდეს“, – განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები