ხაშურის შემოვლითი ავტომაგსიტრალის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება

ხაშურის შემოვლითი გზის, 13 კმ-იანი ცემენტ-ბეტონის ავტომაგისტრალის მშენებლობა 2020 წლის ბოლომდე დასრულდება. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, აშენდება 𝟒-ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა, 𝟐𝟏 ხიდი, 𝟓 გვირაბი, რკინა-ბეტონის მიწისქვეშა გასასვლელები, წყალგამტარი მილები და სადრენაჟე სისტემები

“E60 აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი, ზემო ოსიაური-ჩუმათეთელის პროექტის ფარგლებში, ხაშურის შემოვლითი გზის მშენებლობა ახალი კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერმინისტრის ხელძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს დავალებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული სპეციალური რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება.

ხაშურის შემოვლითი გზა ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის გზის ნაწილია და ორივე ლოტის დასრულების შემდეგ, გზა რიკოთის საუღელტეხილო გვირაბამდე მივა”, – ნაათქვამია მერიის განცხაედბაში.

აღსანიშნავია, რომ ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის მონაკვეთი, ქვეყნის მთავარი სატრანზიტო ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია, მონაკვეთის ექსპლუატაციაში შესვლით გაიზრდება ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობა, ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დონე და შემცირდება მგზავრობის დრო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები