ფრანგული არხის, MEZZO-ს მიერ საქართველოში გადაღებული კლასიკური მუსიკის კონცერტის სრული ჩანაწერის მოსმენა დღეს იქნება შესაძლებელი

1-ელ აპრილს, 19:00 საათზე „საქართველოს სინფონიეტა“ მსმენელს ფრანგული არხის, MEZZO-ს მიერ საქართველოში გადაღებული კლასიკური მუსიკის კონცერტის სრულ ჩანაწერს შესთავაზებს.
ქართველი პიანისტის, ელისო ბოლქვაძისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივით, 2011 წლის 1-ელ მაისს საქართველომ ფრანგულ მუსიკალურ არხ MEZZO-ს უმასპინძლა.
შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში შედგა კლასიკური მუსიკის კონცერტი, რომელიც ტელეარხმა MEZZO-მ ამიერკავკასიასა და საქართველოში პირველად გადაიღო.
კონცერტი წარმოადგინა თბილისის სახელმწიფო კამერულმა ორკესტრმა „საქართველოს სინფონიეტა“, ბენჟამინ ლევის (საფრანგეთი) დირიჟორობით, ასევე, სოლისტებმა: ელისო ბოლქვაძემ (ფორტეპიანო), ნინო გვეტაძემ (ფორტეპიანო), ანა ყიფიანმა (ფორტეპიანო), გიორგი გვანცელაძემ (ჰობოი), ლევან ცხადაძემ (კლარნეტი), ბრამ ვან სამბეკმა (ფაგოტი) / ჰოლანდია.

შესრულდა:
ვ. ა. მოცარტი – კონცერტი სამი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის N7, ფა მაჟორი, K. 242
სოლისტები: ნინო გვეტაძე, ელისო ბოლქვაძე, ანა ყიფიანი

ა. გიორგობიანი – „აზარი“ (“Young Euro Classics”-ის პირველი პრემია)
სოლისტები: გიორგი გვანცელაძე, ლევან ცხადაძე, ბრამ ვან სამბეკი

შუმან-ლისტი – „მიძღვნა“
ფ. ლისტი – უნგრული რაფსოდია N10 მი მაჟორი, S 244/10
სოლისტი: ნინო გვეტაძე

ლ. ვ. ბეთჰოვენი – საფორტეპიანო კონცერტი N1, დო მაჟორი, თხზ. 15
სოლისტი: ელისო ბოლქვაძე

ლ. ვ. ბეთჰოვენი – სიმფონია N7, ლა მაჟორი, თხზ. 92

ეს იყო “MEZZO”-ს პირველი ქართული პროექტი. ფრანგული არხი საქართველოში გადაღებულ კონცერტს საკუთარი ეთერით მსოფლიოს, ორი წლის განმავლობაში აჩვენებდა.
კონცერტის მოსმენა შესაძლებელია „საქართველოს სინფონიეტას“ იუთუბის არხზე: https://www.youtube.com/user/GeorgianSinfonietta/featured?fbclid=IwAR2pZKF4E9tOcAuz2oXctKdOzGWpWCE7eBvlhZY0bpikf9QVMHCmI3HMLew

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები