სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 571-მდე გაიზარდა

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 571-მდე გაიზარდა, – განაცხადეს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრში.

ერთ დღეში ინფიცირებულთა რიცხვი 39-ით გაიზარდა.

ქვეყანაში 3 ლეტალური შემთხვევაა, 30-მა პაციენტმა ვირუსი დაამარცხა.

სომხეთში 16 მარტიდან 14 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები