აშშ-ის საელჩო: მაღალკვალიფიცირებულ სამედიცინო პერსონალთან ერთად, საქართველოს ჰყავს “ქბრბ” უსაფრთხოების ჯგუფები, რომლებიც აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს მიერ გადამზადდა

“მაღალკვალიფიცირებულ სამედიცინო პერსონალთან ერთად, საქართველოს ჰყავს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული (ქბრბ) უსაფრთხოების ჯგუფები, რომლებიც აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მიერ გადამზადდა და სრულად აღიჭურვა”, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოში ამერიკის საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ინფორმაციაში, ასევე, აღნიშნულია, რომ ამ ჯგუფების სამსახური უმნიშვნელოვანესია და მათი საჭიროება ახლა ყველაზე ცხადად ჩანს.

“მაღალკვალიფიცირებულ სამედიცინო პერსონალთან ერთად, საქართველოს ჰყავს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული (ქბრბ) უსაფრთხოების ჯგუფები, რომლებიც აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მიერ გადამზადდა და სრულად აღიჭურვა. იგივე ჯგუფები ახლა მარნეულში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საპასუხო ძალისხმევაში არიან ჩართული. ჩვენ ვამაყობთ DTRA-სა და საქართველოს ქბრბ ჯგუფებს შორის არსებული ხანგრძლივი თანამშრომლობით. მათი სამსახური უმნიშვნელოვანესია და მათი საჭიროება ახლა ყველაზე ცხადად ჩანს”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები