მამუკა მდინარაძე: ახლა პოლიტიკური კინკლაობის დრო არ არის, ყველამ ერთი, საერთო საქმე უნდა გავაკეთოთ და საერთო გამოწვევას ვებრძოლოთ

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, კორონავირუსის სწრაფი ტესტების საკითხზე პოლიტიკური კინკლაობის დრო არ არის და ამ საკითხის გადაწყვეტა დარგის სპეციალისტებს უნდა მივანდოთ.

მისი თქმით, როცა ამის საჭიროება იქნება, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სწრაფ ტესტებს გამოიყენებს.

„ვფიქრობ, რომ გარკვეულმა ჯგუფებმა თავი უნდა დაანებონ კონკრეტული ბიზნესინტერესების თუ პოლიტიკური ინტერესების ლობირებას. ახლა ამის დრო არ არის! ის ხალხი, ვინც ამას აკეთებს, მათსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრს შორის, მე დაავადებათა კონტროლის ცენტრს უფრო ვენდობი. შესაბამისად, როცა ამის საჭიროება იქნება, არის შესაბამისი რესურსი და ამას დაავადებათა ეროვნული ცენტრი გააკეთებს ანუ გამოიყენებენ სწრაფ ტესტებს. მოდით, ვინც იცის ეს საქმე, იმათ მივანდოთ ამის კეთება და ზედმეტ სპეკულაციებს თავი დავანებოთ. ჩემი თხოვნა და მოწოდება იქნება, თავი დავანებოთ, ზოგადად, პოლიტიკურ კინკლაობას, ამისი დრო აუცილებლად მოვა, დრო ძალიან მალე მოვა არჩევნებამდე და შემდეგ ვიჩხუბოთ პოლიტიკურად, ეს ოპონენტებსაც და ჩვენც კარგად გამოგვდის. ახლა ამის დრო არ არის, ყველამ ერთი, საერთო საქმე უნდა გავაკეთოთ და საერთო გამოწვევას ვებრძოლოთ. ამ პრობლემას რომ დავამარცხებთ, მერე გავაგრძელოთ კინკლაობა”, – აცხადებს უმრავლესობის ლიდერი.​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები