პაატა იმნაძე: რატომღაც მოგზაურობა მარტო ანტარქტიდაზე ან ჩინეთში წასვლა ჰგონიათ, მოგზაურობაა ისიც, როდესაც ჩხოროწყუელი კაცი წავა კახეთში

“ტესტირების ახალ წესთან დაკავშირებით ლაბორატორიის მუშაკებს, კლინიკის წარმომადგენლებსა და ეპიდემიოლოგებს შორის დღეს შეთანხმება უნდა შედგეს”, – ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ჟურნალისტების კითხვას –  მოხდა თუ არა საბოლოოდ შეთანხმება ტესტირების ახალ წესებზე, ახალ ალგორითმზე და რას გულისხმობს ეს.

„დღეს საბოლოოდ უნდა მოხდეს შეთანხმება ლაბორატორიის მუშაკებს, კლინიკის მუშაკებსა და ეპიდემიოლოგებს შორის. მე ვიცი, რომ ძალიან კარგად იციან ჩვენი ალგორითმი ისევე, როგორც ძალიან კარგად იციან ჩვენი შემთხვევის განსაზღვრება. სხვათა შორის, როცა ჩვენი შემთხვევის განსაზღვრებას კითხულობენ ხოლმე, რატომღაც მოგზაურობა ჰგონიათ, მოგზაურობა მარტო ანტარქტიდაზე ან ჩინეთში. მოგზაურობა ეხება იმას, როდესაც ჩხოროწყუელი კაცი წავა კახეთში – ესეც მოგზაურობაა. ახლა რაც შეეხება თვითონ ტესტების შემთხვევის განსაზღვრებას – მას, პირველი პუნქტის გარდა, მოგზაურობის კიდევ  მეორე და მესამე პუნქტი აქვს. ამიტომ, ძალიან ვთხოვ, ვინც არის დაინტერესებული შემთხვევის განსაზღვრებით, სამივე პუნქტი წაიკითხოს ხოლმე“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები