“მოქალაქეებისთვის ონლაინკონსულტაციების გაწევა ხვალიდან დაიწყება, რაშიც, თავდაპირველად, 100 ექიმი იქნება ჩართული”

“ონლაინკლინიკების მიზნებისთვის, სატელეფონო ბრიგადების უზრუნველყოფისთვის ამ ეტაპზე შეფასებულია, რომ 100 ექიმი იქნება ჩართული იმ პროცესში, რაც ონლაინკონსულტაციას უკავშირდება”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, პირველადი ჯანდაცვის სისტემაში სოფლის ექიმების რაოდენობა 1300-ს აღწევს და, დაახლოებით, ამდენივეა ქალაქის ქსელში ოჯახის ექიმების რაოდენობა.

„ონლაინკლინიკების მიზნებისთვის, სატელეფონო ბრიგადების უზრუნველყოფისთვის ამ ეტაპზე შეფასებულია, რომ 100 ექიმი იქნება ჩართული იმ პროცესში, რაც უკავშირდება ონლაინ-კონსულტაციას. თუმცა ზოგადად, პირველადი ჯანდაცვის სისტემაში სოფლის ექიმების რაოდენობა 1300-ს აღწევს და დაახლოებით ამდენივეა ქალაქის საერთო ქსელში ოჯახის ექიმების რაოდენობა. ჩვენ ეტაპობრივად გავაგრძელებთ ოჯახის ექიმებთან მუშაობას ონლაინტრენინგის მექანიზმის საშუალებით, რაც დაავადებათა კონტროლის ცენტრშია გამართული. ამდენად, ყველა ექიმს ექნება საშუალება, რომ უშუალო კავშირი ჰქონდეს მეტად გამოცდილ ოჯახის ექიმებთან და მათგან მიიღოს ინსტრუქცია და დახმარება. ეს პროცესი მიმდინარეა და ორი კვირის მანძილზე 2000-მდე ოჯახის ექიმის მოცვა სრულად მოხდება. დღეს თბილისში ეს სისტემა უკვე მუშაობს და მოსახლეობას შეუძლია განაგრძოს 112-ზე დარეკვა და შემდეგ მათი ზარი გადამისამართდება თბილისის ოჯახის ექიმებთან. ვფიქრობ, უკვე ხვალიდან ეტაპობრივად გავრცელდება და ესეც დაანონსდება, სად, რომელ რეგიონში იქნება სისტემა მზად, ზარების მიღებისა და ონლაინკონსულტაციებისთვის“, – განაცხადა გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები