პაატა იმნაძე: პერსონალური მადლობა სოფელ კაპანახჩის ექიმს, მან კორონავირუსის შემთხვევის ამოცნობა შეძლო
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძეს თქმით, ბოლნისის რაიონის სოფლის ექიმმა, მათი ვებგვერდის დახმარებით, კორონავისრუსის შემთხვევის ამოცნობა შეძლო, რისთვისაც ექიმს პერსონალურად მადლობა გადაუხადა.
„მინდა, პერსონალურად მადლობა გადავუხადო სოფელ კაპანახჩის, ბოლნისის რაიონის სოფლის ექიმს, რომელმაც ძალიან კარგად იცოდა რა ყველა ის რეგულაცია, რომელიც დიდი ხანია, დევს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე, რა არის შესაძლო შემთხვევა, მშვენივრად, თავისი ალგორითმი გამოიყენა, ის, რაც მას ჰქონდა ჩვენი ვებგვერდიდან. მე მისთვის პერსონალური ტერინინგი არ ჩამიტარებია. მაგრამ მან წაიკითხა, რა ეწერა ჩვენს ვებგვერდზე, მშვენივრად შეძლო შემთხვევის ამოცნობა“, – განცხადა პაატა იმნაძემ.